|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურელი მაღაროელები დღეს ივანიშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები დღეს პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან.  გაფიცულებსა და „ჯორჯიან–მანგანეზის“ ხელმძღვანელობას შორის ვითარება კვლავ დაძაბულია.

„მთავრობიდან ველოდებით სიტყვას. ჩვენ ბიძინა ივანიშვილს მანანა კობახიძის საშუალებით გავუგზავნეთ ვიდეო მასალა იმის შესახებ რაც ხდება მაღაროებში. დღეს უამრავი ხალხი არის აქ. მაღაროთა სამმართველოს კარი აიკეტა და არავის უშვებენ  შიგნით. მთავრობიდან წამოსულ სიტყვაზე ვართ დამოკიდებული. მაღაროში მჯდომარე აქციის მონაწილე კაცებს ქალებიც შეუერთდნენ. მათ შორის ფეხმძიმე ქალია. მთავრობის წარმომადგენლები უნდა შევიდნენ შიგნით დას ნახონ ეს ყველაფერი,“ – ამბობს ერთ–ერთი გაფიცული ნონა ბიწაძე.

აქციების ორგანიზატორის გულთამზე ჩუბინიძის თქმით,  გარკვეული უთანხმოებაა თვითონ გაფიცულ მაღაროელებს შორის. როგორც ჩუბინიძე ამბობს ის, მუშების სამუშაოზე დაბრუნებისა და პრობლემების ეტაპობრივად მოგვარების მომხრე იყო.

„თუმცა მუშები ამის წინააღმდეგ წავიდნენ და ჩათვალეს, რომ მე მომისყიდეს,“ – ამბობს ჩუბინიძე.

გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით დღეს პარლამენტშიც იმსჯელებენ. ჭიათურის მაჟორიტარის მალხაზ წერეთლის თქმით, ის აღნიშნული საკითხის  ბიუროს სხდომაზე გატანას გეგმავს.

„გაფიცული მაღაროელები ერთ რამეს ამბობენ, რომ მათთვის მთავარი გარანტორი ბიძინა ივანიშვილი არის.  თუ ივანიშვილი დაპირდება მათ პრობლემის მოგვარებას, მუშები პრემიერის სიტყვას ენდობიან,“ – ამბობს მალხაზ წერეთელი.

წერეთლის ინფორმაციით, პარლამენტში ამ დრომდე არ ჩამოყალიბებულა საგამოძიებო კომისია, რომელმაც ჭიათურის მაღაროებში არსებული ვითარება უნდა შეისწავლოს.

ჭიათურელი მაღაროელები საპროტესტო აქციებს უკვე მეოთხე კვირაა მართავენ. ამ ხნის განმავლობაში მათ მთავარ მოთხოვნას სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან ერთად ხელფასების 100%–იანი ზრდა და ინვესტორის წასვლა წარმოადგენდა. მაღაროელებს ხელფასები 32%–ით გაეზარდათ. „ჯორჯიან–მანგანეზის“ ხელმძღვანელობის განცხადებით, ხელფასების მეტად გაზრდა შეუძლებელ;ია. რადგან მაშინ დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება მოუწევთ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა