|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ დღეს კიდევ 16 პირი დააკავა, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულია 62 ადამიანი

4 ოქტომბრის საქმეზე დღეს კიდევ 16 პირი დააკავეს, - ამის შესახებ შს მინისტრმა გეკა გელაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ამ დროისათვის ამ საქმეზე 62 პირია დაკავებული. 

„4 ოქტომბრის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დღეს დავაკავეთ კიდევ 16 პირი. 

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენს მიერ ჯამში დაკავებულია სულ 62 პირი, უცხოეთში მყოფი 2 პირის მიმართ მიმართ კი დაკავებულია სისხლის სამართლებრივი დევნა“, - განაცხადა გელაძემ. 

 მისივე თქმით, საზღვარგარეთ მყოფი ორი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის არის ირაკლი შაიშმელაშვილი.

გელაძემ ასევე განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს 35 პოლიციელი დაშავდა, მათ უმეტესობას დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა. 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი