|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის #2 ციხის პატიმარი გამოკვლევებისათვის საავადმყოფოში გადაიყვანეს [Video]

ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პატიმარი მიიყვანეს. ქუთაისის #2 ციხის პატიმარი ნუგზარ თაბაგარი სამედიცინო გამოკვლევებს ითხოვდა.

ნუგზარ თაბაგარის თქმით, ციხეებში პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით, ისევ რთული მდგომარეობაა.



საავადმყოფოდან გამოსული პატიმრის ნუგზარ თაბაგარის  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებმა საუბარი არ ისურვეს.

ნუგზარ თაბაგარი, ქუთაისის N 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოშიმშილე 7 პატიმართაგან ერთ–ერთია. მოშიმშილე პატიმრების მოთხოვნა, მათი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფაა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ციხეში პატიმრების მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რამოდენიმე დღის წინ, ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა გაავრცელეს.

ავტორი: ანა ჯანაშია