2013 წლის ბიუჯეტის პროექტის გაცნობის საშუალება დეპუტატებს ხვალიდან მიეცემათ
ქვეყნის მთავარი
ფინანსური დოკუმენტის პროექტი საქართველოს
პარლამენტში დღეს შევიდა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა
ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სწორედ დღეს იწურებოდა
პარლამენტში ბიუჯეტის წარდგენის ვადა.
თუმცა, ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ბიუჯეტის თემას არ შეხებიან. მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის
გაცნობის საშუალება დეპუტატებს ხვალიდან მიეცემათ.
ცნობილია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში შემცირებული არის
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები. საპარლამენტო
უმცირესობაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის შინაარსთან დაკავშირებით მათ უმრავლესობასთან
ბევრი კითხვა ექნებათ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა