ქუთაისის „ერთთვიან“ მერს ყოფილი მერი შეცვლის?
ქუთაისში,
შესაძლოა, ქალაქის მერი კვლავ შეიცვალოს. კულუარული ინფორმაციით, ახლადანიშნულ ქალაქის
მერს ბესიკ ბრეგაძეს ქუთაისის ყოფილი მერი
გიგა ჩოგოვაძე შეცვლის, რომელიც „ქართული ოცნების“ კადრად მოიაზრება.
მერის
პოსტზე საკუთარი კანდიდატურის განხილვას უარყოფს გიგა ჩოგოვაძე. ის აღნიშნავს, რომ
ამჟამად პირადი ბიზნესითაა დაკავებული და პოლიტიკაში მოსვლის არანაირი სურვილი არ გააჩნია.
„ახლა, როცა ბიზნესი პოლიტიკური წნეხისაგან თავისუფალია, მირჩევნია ბიზნესში ვიყო,“
– ამბობს გიგა ჩოგოვაძე. იგი, ასევე, აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი პოლიტიკური ურთიერთობები
არ აქვს და კოალიციასთან მხოლოდ საერთო მეგობრული
წრე აკავშირებს.
გავრცელებული
ინფორმაციით, მერის შეცვლასთან დაკავშირებით ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს გუბაზ სანიკიძესა
და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, (ასევე, ქუთაისის ყოფილ მერს) გია თევდორაძეს
შორის შეხვედრა უკვე შედგა. თუმცა, შეხვედრის ფაქტს გუბაზ სანიკიძე უარყოფს: „სისულელეა,
გია თევდორაძესთან არანაიარი შეხვედრა არ მქონია და არც მერის საკითხზეა საუბარი,“
– ამბობს გუბაზ სანიკიძე.
ავტორი: დეა მანაგაძე