|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები ამ დრომდე არ განუსაზღვრავთ

ქუთაისში, 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პარამეტრების განსაზღვრა მოსახლეობასთან ერთად ამ დრომდე არ დაწყებულა. მაშინ როცა, ადგილობრივი თვითმმართველობა მომავლი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს ყოველი წლის ოქტომბერში განიხილავდა, პროექტის – „ბიუჯეტი ხალხთან ერთად“ ფარგლებში.

"ტრადიციას არც წელს ვუღალატებთ და მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე მუშაობას, მოსახლეობათან გასვლებით,  მალე დავიწყებთ. თუმცა, კონკრეტულად როდის, ეს მეც არ ვიცი“,– განმარტავს ქუთაისის საკრებულოს უმრავლეობის წევრი და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე, რომელიც "ბიუჯეტი ხალხთან ერთად" მარათონის ერთ–ერთი  აქტიური თანაორგანიზატორია.

"დაგვიანება გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში სხვადასხვა პროცესები და  ცვლილებები მიმდინარეობს. ამიტომაც მოხდა რაღაც პერიოდით ამ პროგრამის გადაწევა", –  ამბობს ნემსიწვერიძე.

კახა ნემსიწვერიძის განმარტებით, სხვადასხვა ქალაქებში ადგილობრივი ბიუჯეტების დაგეგმვა ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობაზე არის დამოკიდებული.  „ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კი ახლა შეიტანეს პარალამენტში განსახილველად. ჩვენ მაინც ცენტრალური ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ვართ დამოკიდებული, რადგან ტრანსფერებს იქედან ვიღებთ", – ამბობს საკრებულოს უმრავლესობის წევრი.

შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განმარტებით, ჯერ არც ის იციან, რამდენად მოცულობითი იქნება 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი.  „ვერ გეტყვით ადგილობრივი ბიუჯეტი  მიმდინარე წელთან შედარებით მეტი იქნება თუ ნაკლები“ – განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

ადგილობრივი თვითმმართველობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობას პროგრამა  „ბიუჯეტი ხალხთან ერთად“ ფარგლებში, 2008 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანი ბიუჯეტის გამჭვირვალობა, მოსახლეობის ჩართულობა და სამოქალქო საზოგადოების გააქტიურებაა.

პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედებს უშუალოდ ქალაქის მერი ხელმძღვანელობს, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებლებს ტერიტორიული ორგანოების მიხედვით ხვდება (ქუთაისში სულ 12 ტერიტორიული ორგანოა).

ჩვენ, აღმასრულბელი ხელისუფლება, ვამზადებთ 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს, რომელსაც მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე წარვუდგნთ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს. საკრებულოს შეუძლია შეიტანოს ცვილილება ვენს მიერ მომზადებულ ბიუჯეტის პრიორიტეტებ. ამის შემდეგ, დაახლოებით, ნორის უა რიცხვებში, იგეგმება მოსახლეობასთან შეხვედრები. ბიუჯეტის პრიორიტეტბის დაგვიანებით განსაზღვრა პროცედურული საკითხებია და აქ სხვა რაიმე მიზეზი არ არსებობს“ - ამბობს ქუთაისის მერი ბესიკ ბრეგაძე.

მარათონის „ბიუჯეტი ხალხთან ერთად“  ფარგლებში მოსახლობის გამოკითხვა ანკეტურად ხდება, სადაც მითითებულია განსახორციელებლი  სხვდასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი. „მოსახლეობას საშუალება ეძლევა ამ ჩამონათვალიდან ერთზე, მათთვის უფრო  მნიშვნელოვან პრიორიტეტზე, შეაჩეროს არჩევანი. მართალია, მათ მიერ დასმული ყველა პრიორიტეტი შეიძლება ვერ განხორცილდეს, მაგრამ რაღაც  ნაწილი  გათვალისწინებული იქნება“, - განმარტავენ მერიაში.

ავტორი: თეკლა მორგოშია