შრომის კოდექსის შეცვლის მოთხოვნით მუშები პარლამენტთან აქციას გამართავენ
ქუთაისში მდებარე მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესში“
დასაქმებული მუშები ხვალ, პარლამენტის წინ
მშვიდობიანი აქციის გამართვას გეგმავენ. აქციაზე
ისინი შრომის კოდექსის შეცვლასა და მათი მოთხოვნების
შესრულების საკითხებს დააყენებენ. ასევე, ცნობილია, რომ „ჰერკულესის“ მუშებს ზესტაფონის „ფეროსა“ და ტყიბულის
შახტაში დასაქმებულებიც შეუერთდებიან.
„ჰერკულესის“ ქარხნაში აბსოლუტურად ყველა პრობლემა,
რასაც 2010 და 2011 წლებში ვაყენებდით, კვლავ აქტუალურია. რაც ყველაზე მთავარია, მოგვარებული
არ არის სამუშაო დროის დაანგარიშებისა და შრომის ანაზღაურების სისტემა. პრობლემად რჩება
შრომის უსაფრთხოების ნორმების, თუნდაც მინიმალური სტანდარტის არსებობა. კვლავ მძიმე
მდგომარეობაშია და მოუწესრიგებელია ქარხნის საყოფაცხოვრებო კვანძები, კვების ობიექტი
და დასაქმებულთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა,“ - ამბობს ირაკლი ქართველიშვილი, რომელიც
ქარხანა „ჰერკულესში“ საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენელია.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე