ქუთაისის #2 ციხეში პატიმარი გარდაიცვალა
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ქუთაისის #2 ციხეში დღეს დილით პატიმარი, 55 წლის ალექსანდრე ბილისეიშვილი გარდაიცვალა. როგორც ციხეების მონიტორინგის საბჭოს წევრი ია ბობოხიძე აცხადებს, პატიმარი გულის შეტევით დაიღუპა.
"როგორც ქუთაისის #2 ციხის დირექტორმა დავით ვაშაკიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პატიმარს ადგილზე ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა," – ამბობს მონიტორინგის საბჭოს წევრი, გაზეთ "ახალი გაზეთის" მთავარი რედაქტორი ია ბობოხიძე.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.85%
გაუარესდა - 53.79%
არ შეცვლილა - 11.36%
სულ - 132 ხმა


17:20
15:54
13:34
21:45
















