|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტში სისტემური ცვლილებების განხოციელებას ითხოვენ

2010-2011 წლებში, ჩატარებული ლექტორთა შესარჩევი კონკურსის შედეგების ლიკვიდაცია, პროფესორი მანანა მიქაძის სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზის დადგენა, კორუფციის საბოლოოდ მოშლა, გამოცდების ძველ, კლასიკურ სისტემაზე დაბრუნება და მთლიანად, საგანმანათლებლო  სისტემის შეცვლა – ეს იმ მოთხოვნათა ჩამონათვალია, რომელიც დღეს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილმა დააყენა.

,,რეფორმები, რომელიც უნივერსიტეტში მიმდინარეობს აბსოლუტურად დამღუპველია სტუდენტისთვისაც და ლექტორისთვისთვისაც. ამ რეფორმამ მოსწავლე დატოვა სწავლა–განათლების გარეშე და გამოცდის ფუნქცია გახდა მხოლოდ გამოცდა–გამოცდისთვის. რადგან ამ გამოცდაზე დღეს ცოდნა აღარ აინტერესებთ. ამიტომ, ამ გარდამავალ პერიოდში, მოვითხოვთ შეჩერდეს ყველა ავბედითი რეფორმით გათვალისწინებული ღონისძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ დავექვემდებარებით ასეთ ქმედებებეს და გამოვხატავთ პროტესტს, სხვადასხვა მშვიდობიანი ფორმით“, – ამბობს პროფესორი ბადრი ფორჩხიძე.

ლექტორები ამბობენ, რომ მათ განათლების ახალი მინისტრის მხარდაჭერის იმედი აქვთ. 

ავტორი: ანა ჯანაშია