|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაქარია ქუცნაშვილი: „ამორალურად მიმაჩნია „ნაციონალების“ მიერ ყოფილი „ნაციონალების“ საქმეების გამოძიება“

ამ წუთებში პარლამენტში „ნაციონალების“ იმ ინიციატივას განიხილავენ, რომლის მიხედვით, უმცირესობის წარმომადგენლები პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიებში თავმჯდომარის პოსტს ითხოვენ.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, ის მხარს ვერ დაუჭერს უმცირესობის პროექტს, რადგან მათი წინადადება „ნაციონალებისათვის“ ექსკლუზიურ უფლებებს ითვალისწინებს.

როგორც უმცირესობაში აცხადებენ, „ნაციონალების“ მიერ ამ კანონპროექტის ინიცირება ერისა და იმ ხალხის დაცინვაა, რომლებიც სამართალს ითხოვენ.

„ამორალურად მიმაჩნია, რომ  „ნაციონალებმა“  გამოიძიონ ყოფილი  „ნაციონალების“ ქმედებები, როცა ბოლო დღეების განმავლობაში ძალოვან უწყებებში მტკიცებულებების განადგურება მიმდინარეობდა. ისიც ვიცით ვინ ხელმძრვანელობდა მოსამართლეებს კონკრეტული გადაწყვეტილებების გამოტანის დროს,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე