გიორგი ღავთაძე: „მზად ვართ ვიყოთ უფრო გამჭვირვალეები“
ქუთაისის
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე სასწავლებლის ლექტორების
პროტესტს გამოეხმაურა. რომელთა ნაწილმა დღეს
2010-2011 წლების ლექტორთა შესარჩევი კონკურსის შედეგების გაუქმება, გამოცდების კლასიკურ
სისტემაზე დაბრუნება და საგანმანათლებლო სისტემის
მთლიანად შეცვლა მოითხოვა.
„პრობლემა
იმაშია, რომ თავადაც არ იციან რას აპროტესტებენ,“ – განაცხადა გიორგი ღავთაძემ, დღეს,
ქუთაისის მედია და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან უნივერსიტეტში გამართულ
შეხვედრაზე.
სასწავლებლის
რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტი მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს მედია და არასამთავრობო
ორგანიზაციებთან, იმისათვის რომ ყველა პროცესი იყოს გამჭვირვალე.
ავტორი: დეა მანაგაძე