|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რამდენად უნდა იცავდეს კანონი სიცოცხლის ხელშეუხებლობას

სიცოცხლე – ვალდებულებაა თუ ადამიანის უფლება? რამდენად უნდა იცავდეს კანონი სიცოცხლის ხელშეუხებლობის უფლებას და  რისი უფლება აქვს  თავად ავადმყოფს? – ამ და სხვა საკითხებზე დისკუსია გამართა დღეს  საიას ქუთაისის ფილიალის  იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის  წარმომადგენლებმა.

შეხევდრა  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტში,  სტუდენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით შედგა. სადისკუსიო შეხვედრის თემას – "ევთანაზიის პრობლემა ქართულ სამართლებრივ სივრცეში და საერთაშორისო ასპექტები"  წარმოადგენდა. 

შეხვედრის მიზანი,  ევთანაზიის საკითხზე ახალგაზრდებისათვის ინფორამციის მიწოდება, ევთანაზიის  განხილვა ქართული კანონმდებლობის ჭრილში და მისი საერთაშორისო ასპექტები იყო.

"ძალიან  მნიშვნელოვანია ევთანაზიის თემა, რადგან ახალგაზრდებს ცოტა ინფორმაცია აქვთ ამ კუთხით. გარდა ამისა, ეს საკითხი სიცოცხლის უფლებას ეხება", – განმარტა  პრეზენტატორმა შორენა კოსტავამ, რომელიც საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატის ასისტენტია.

"ხშირად ისმის შეკითხვა: სიცოცხლე ადამიანის ვალდებულებაა თუ უფლება? სიცოცხლე მრავალი ასპექტის გათვალისწინებით, არის უფლება და არა ვალდებულება",  – განმარტეს დისკუსიის მონაწილეებმა. მათი განმარტებით,  ევთანაზია სადავო საკითხია, რადგან, ის წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივ და რელიგიური საკითხებთან.

დისკუსიის ზოგიერთი მონაწილის აზრით, ევთანაზია დაუშვებელია. "რადგან, სიცოცხლის უფლება ყველას აქვს. სახელმწოფო უნდა ზრუნვადეს თავისი მოქალაქეების ჯანდაცვაზე. თუკი ასე იქნება გამოუვალი სიტუაცია და ავადმყოფობა არ იარსებებს. შესაბამისად, უმჯებესია ვიზრუნოთ ჯანდაცვის გაძლიერებაზე,  ვიდრე ევთანაზიაზე", – აღნიშნა უნივერსიტეტის სტუდენტმა დავით კიკუტაძემ.

ხოლო, ევთანაზიის მომხრეთა აზრით, ევთანაზია, ანუ ექიმის დახმარებით გარდაცვალება, ან ექიმის მიერ თვითმკვლელობაში დახმარება, არის სიკვდილის თანამგრძნობი მეთოდი.

საქართველოში ევთანაზია სისხლის სამართლის კოდექსის 110–ე მუხლის თანახმად,  დასჯადია და ის 2–დან 5 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს. ევთანაზია, სამედიცინო დახმარების გზით ადამიანის მოკვდინებას ნიშნავს, რომელიც ხშირად ავადმყოფის მოთხოვნით ხორციელდება.

"ევთანაზიის პრობლემა ქართულ სამართლებრივ სივრცეში და საერთაშორისო ასპექტები" –ს განხილვა საიას ქუთაისის ფილიალის  იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ, პროექტის "აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" ფინანსური მხარადჭერით გაიმართა.

პროექტის ფარგლებში  ანალოგიური შეხვედრები, მიმდინარე წლის ზაფხულიდან ხორციელდება, რომელიც ეტაპობრივად, კიდევ ორ წელს გასტანს.

ავტორი: თეკლა მორგოშია