|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვის სამსახური ჩამოერთმევა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილების შედეგად, აღნიშნული სამსახური ქვეყნის პრეზიდენტს აღარ დაემორჩილება.

კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრი რონე იმერლიშვილი, ხოლო ავტორი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტია.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ, სამსახურის სტატუსისა და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების, თანამდებობის პირთა დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას გადაეცემა.

აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში მომავალი კვირიდან დაიწყება.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა ინიციატივას პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა. მისი განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა საკომიტეტო განხილვებში აქტიურად ჩაერთვება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე