პარლამენტი სამხედრო რწმუნებულის პოსტს ქმნის
საქართველოში ჯარისკაცებს საკუთარი დამცველი ეყოლებათ. ამ მიზნით, ქვეყნის პარლამენტი სამხედრო რწმუნებულის
პოსტს ქმნის. რომლის ფუნქცია სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება იქნება.
საკანონმდებლო
ორგანოში უკვე შევიდა კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის
შესახებ,“ რომლის ავტორი და ინიციატორი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი
ირაკლი სესიაშვილია.
ჯარისკაცების
უფლებების დამცველ პირს შესაძლებლობა ექნება დაუბრკოლებად შევიდეს როგორც სამხედრო
ძალებს დაქვემდებარებულ ორგანოებში, ასევე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.
სამხედრო
რწმუნებულს, რომელიც 5 წლის ვადით აირჩევა, სხვა ფართო უფლებებიც მიენიჭება. კერძოდ,
მას უფლება ექნება საქმის წარმოებისთვის აუცილებელი ყველა საბუთი თუ სხვა მასალა ნებისმიერი თანანმდებობის პირისგან და უწყებებისგან მიიღოს.
გარდა
ამისა, სამხედრო რწმუნებული დანაშაულის ნიშნების
ანდა დისციპლინური გადაცდომების გამოვლენის შემთხვევაში, მის ხელთ არსებული მასალებს შესაბამის ორგანოებს გადასცემს. მას ასევე, შეუძლია
შესაბამის ორგანოებში, იმ პირთა დისციპლინარული და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის
საკითხი დააყენოს, რომელთა მოქმედებამაც სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დარღვევა
გამოიწვია.
„ეს იქნება პარლამენტის დამხარე ორგანო. ის ხელს
უწყობს პარლამენტს, რათა შეიარაღებულ ძალებსა და უსაფრთხოების სექტორზე განახორციელოს
კონტროლი. ერთი მხრივ, მას აქვს ფუნქცია დაიცვას
ადამიანის უფლება ჯარში და მეორე მხრივ, იყოს მედიატორი უფროსსა და უმცროს შორის, ეს იქნება ჯარისკაცი და სამინისტირო ან სამინისტრო და პარლამენტი. ამასთანავე, მას პარლამენტმა შეიძლება დაავალოს ისეთი საკითხის შესწავლა და გამოძიება, რომელიც
შეიარაღებულ ძალებში დემოკრატიას უკავშირდება,“
- ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
სამხედრო
რწმუნებულს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და ქართული არმიის ღირსების დასაცავად საკუთარი აპარატი და მოადგილე ეყოლება.
ხოლო წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოს ომბუდსმენი წლიურ ანგარიშში ასახავს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე