საქართველოს მოსახლეობის 93,4 პროცენტი -3 მილიონ 657 ათასი საქართველოს მოქალაქეა
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) - კაცი. შესაბამის მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღწერის მომენტისთვის, მოსახლეობის რიცხოვნობიდან სულ მცირე 93,4 პროცენტი (3 მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არა უმეტეს 6,6 პროცენტს - ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
აღწერის დეტალური (საბოლოო) შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისში.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



17:22
16:31
















