|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხვამლის მთის პალეონტოლოგიური მონაპოვარი [Photo]

15 ნოემბერს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში სამეცნიერო ექსპედიციის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, სახელწოდებით „ხვამლის მთა და საქართველოს პალეონტოლოგიური პოტენციალი“.

მეცნიერების, სტუდენტების, მაგისტრანტებისა და ასევე, რიგითი მოხალისეებისაგან შემდგარმა ჯგუფმა, ასოცირებული პროფესორის ირაკლი ჯულაყიძის ხელმძღვანელობით, გასულ თვეში სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო ხვამლის მთაზე, სადაც საინტერესო პალეონტოლოგიური მასალა აღმოჩინა.

ექსპედიციის აღმოჩენები დღევანდელ პრეზენტრაციაზე ფოტო და ვიდეო მასალებით იყო წარმოდგენილი.

„ექსპედიციები ყოველწლიურად იმართება, რომლებშიც მონაწილე სტუდენტები და მაგისტრები ექსპედიციის შედეგებზე მოხსენებებს წარმოადგენენ, როგორც ადგილობრივ, ასე რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებზე“, – აღნიშნა ირაკლი ჯულაყიძემ.

ამ 15 წლის განმავლობაში, რა პერიოდშიც ირაკლი ჯულაყიძე ექსპედიციებს აწარმოებდა,  ხვამლის მთის ექსპედიცია რიგით ოცდამეათეა.

აღნიშმული მთა საიტერესო ტერიტორიად ითვლება როგორც სამეცნიერო, კულტურული, პალეონტოლოგიური, ეკოლოგიური, ისტორიული, ასევე მითოსებისა და ლეგენდების კუთხითაც.

ხვამლის მთას უკავშირებენ მითს პრომეთეზე, ასევე მითს „ფილოსოფიურ ქვაზე“ და „კოლხურ ოქროზე“. თითქოსდა სწორედ ამ მთაზე ინახება კოლხური ოქრო.

თავად სიტყვა კოლხეთი იშიფრება, როგორც „ოქროთმრავალი“. „ქართლის ცხოვრებაც“ მიუთითებს ხვამლის მთასა და კოლხური ოქროს კავშირზე.

თუმცა „ოქროთმაძიებლობის“ გარდა ექსპედიციის მონაწილენი, კიდევ უფრო საინტერესოდ მიიჩნევენ ხვამლის მთას, როგორც სამეცნიერო კვლევის საგანს.

„ხვამლი არის მდიდარი გამოქვაბულებით, ერთ კვადრატულ კილომეტრზე 60– მდე გამოქვაბულის პოვნა შეიძლება. მთაზე ასევე ნაპოვნია ე.წ. ეგვიპტური მძივები. მინისგან დამზადებული სამკაულები, რომელბიც ეგვიპტეში იპოვეს სულ სამი კილო, ხვამლზე კი 11 კილომდეა ნაპოვნი,“– ამბობს ირაკლი ჯულაყიძე.

მაგრამ ექსპედიციის მთავარ მონაპოვრად ჩაითვალა პალეონტოლოგიური მასალა, არტეფაქტები, რომლებიც ცარცულ პერიოდს მიეკუთვნება და ადასტურებს, რომ ხვამლის მთა და ზოგადად კავკასია ოკეანის ფსკერს წარმოადგენდა.

ხვამლის მთის ექსპედიცია წერეთლის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი