ქუთაისში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მსვლელობით აღინიშნა
დღეს,
16 ნოემბერს ქუთაისში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ცოცხალი ჯაჭვით, ქალაქის
მასშტაბით განხორციელებული მსვლელობით და ადამიანის უფლებათა სახლში გამართული
დისკუსიით აღინიშნა.
ხსენებულ
აქციაში მონაწილეობას ახალგაზრდული ცენტრის წევრები იღებდნენ. თავად ტოლერანტობის
საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კი ჩატარდა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის
გაძლიერების“ პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს
გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID) მხარდაჭერით.
აქციის
მონაწილეთა მთავარ მესიჯს წარმოადგენდა მოწოდება: "ვიყოთ ტოლერანტები!",
მათი
აზრით აღნიშნული მოწოდების აქტუალობა განსაკუთრებულ აუცილებლობას იძენს დღეს
საქართველოში ქსენოფობიის მომძლავრების ხანაში, ამ პრობლემის დაძლევის ერთ–ერთ
გზას აქციის მონაწილენი ტოლერანტობის
თემაზე დისკუსიების გამართვაში ხედავენ.
"სწორედ
ამიტომ ტარდება დისკუსია დღეს, რომ გავარკვიოთ
რას ვთვლით ტოლერანტობად ,,ასევე, ვინ ფიქრობს ტოლერანტულად და ვინ არა", –
აღნიშნა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ მეთერთმეტეკლასელმა ლევან ნიკოლაძემ.
აქციის
მონაწილეთა აზრით ტოლერანტობა ზოგადი
მცნებაა და განურჩევლად ყველას ეხება მიუხედავად რასისა, სქესისა, აღმსარებლობისა,
ეთნიკური წარმომავლობისა და სექსულური ორიენტაციისა. "გვინდა ჩვენს თანატოლებს და არა მარტო მათ აუმაღლდეთ
ცნობიერება, რომ ტოლერანტობა არ ვრცელდება მარტო ერთ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე,
არამედ ყველას ეხება", – მიაჩნია ლევან ნიკოლაძეს.
ტოლერანტობის საერთაშორისო
დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის
პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის
შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996
წელს
გაეროს
გენერალური
ასამბლეის
ინიციატივით
დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო. 2005 წელს
მსოფლიო სამიტზე მიღებული დოკუმენტის შედეგად კი სახელმწიფო მეთაურებმა საკუთარ
თავზე აიღეს ვალდებულება უფრო მეტად შეუწყონ ხელი თავისუფლების და პროგრესის
განვითარებას, ტოლერანტობის, ურთიერთპატივისცემის, დიალოგის და კულტურათაშორისი
თანამშრომლობის განვითარებას.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი