„მეოცნებეთა“ მასშტაბური ამნისიტია „ნაციონალებს“ აშინებთ
მასშტაბური ამნისტიის განხორციელების შემთხვევაში საპარლამენტო
უმცირესობა პასუხისმგებლობას უმრავლესობას აკისრებს.
უმცირესობის წარმომადგენლის დავით საყვარელიძის განცხადებით,
მათთვის არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანი გამოდის ციხიდან და როგორ აისახება ეს ქვეყანაში
კრიმინოგენურ ვითარებაზე.
„ცოტა გვაშინებს ამნისტიის პროექტის მასშტაბი და ქაოტურობა. ასეთი მასშტაბური ამნისტია
საქართველოში არ განხორციებულა დიდი ხანია. აქ არის
საუბარი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშულის ჩამდენ პირებზე. ჩვენ არ ვიცით რამდენი
ადამიანი გამოდის გარეთ და რამდენად შეცვლის ეს კრინიმოგენურ ვითარებას. შეიძლება ექსპერტებთან
ერთად გავიაროთ ეს საკითხი. ჩვენ ჰუმანური
კანონპროექტის წინააღმდეგი არა ვართ, მაგრამ არ ვეთანხმები რომ მძარცველსა და თაღლითს პირობითთან
ერთად ნასამართლეობა მოვუხსნათ. ეს არის ძალინ დიდი პასუხისმგებლობა. ამ კანონპროექტის
მიღებისა და კრიმინოგენური ვითარების დაძაბვის შემთხვევაში პასუხისმგებლობა უმრავლესობას
ეკისრება,“ - ამბობს დავით საყვარელიძე.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის შესახებ დეპუტატების
მოსაზრებები მოისმინეს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს „მეოცნებე“ კარლო
კოპალეიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, კანონპროექტის მასშტაბურობა „ნაციონალების“ მიერ
მათი მმართველობის პირობებში განხორციელებული მასშტაბური დაჭერების შედეგია.
„მასშტაბურობა აშინებთ ჩვენს კოლეგებს. ამ ამნისტიის
უკან ასი ათასობით დაპატიმრებული ადამიანი დგას. გამოსცადონ მათ როგორია უკანონო დაპატიმრება
და მერე თქვან ნუ იჩქარებთო. ჩვენ უნდა შევცალოთ ის კრიმინალური ერის იმიჯი, რომელიც წინა ხელისუფლებამ შეუქმნა
ჩვენს ერს. ქართველ ერს ამნეზია არ სჭირს და კარგად ახსოვს ის საქმეები, რაც თქვენ
აკეთეთ 9 წლის მანძილზე,“ - განაცხადა კარლო კოპალეიშვილმა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე