ზაქარია ქუცნაშვილი: „ქართველმა ხალხმა დაიბრუნა გიორგობის დღესასწაული“
„უახლოესი წლების მანძილზე გიორგობის დღესასწაული გადაფარული იყო პოლიტიკური დღესასწაულით ე.წ. „ვარდების რევოლუციით“. ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ახალი არჩევნებით ქართველმა
ხალხმა დაიბრუნა გიორგობის დღესასწული, როგორც საერო და საეკლესიო დღესასწაული,“
– ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ქართული
ოცნების“ ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა ქუთაისში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში
გააკეთა.
ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და კოალიციის ქუთაისის ოფისის
წარმომადგენლებმა ტაძარში შეკრებილ მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცეს. ქუცნაშვილის
თქმით, წმინდა გიორგი საქართველოს ერთ–ერთი მთავარი მფარველია. ხოლო კოალიცია შეეცდება
მომავალში გიორგობის დღესასწაული არც ერთი
პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ზეიმის დღედ
არ იქცეს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე