„მეოცნებეების“ ბრალეულობაზე პროკურატურამ უარი თქვა
„ქართული ოცნების“ აქტივისტებისათვის ამომრჩევლის მოსყიდვის
კუთხით წაყენებულ ბრალდებაზე პროკურატურამ უარი თქვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ქალაქის
პროკურატურის პროკურორმა დავით ხარაიშვილმა ბრალდებულების – მიხეილ
მესხის, მიხეილ ამაშუკელის, გაგა ამბროლაძის, კობა ჯაბუასა და ნინო ყურუას მიმართ აღძრული
სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მოითხოვა.
პროკურორის განმარტებით, არ არსებობდა საჭირო მტკიცებულები,
რომლებზეც დაყრდნობით ზემოთაღნიშნული პირების მიმართ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს
გამოიტანდა. კერძოდ, არ იყო საკმარისი მოწმეთა
ჩვენებები და არც ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი დასტურდებოდა.
დაცვის მხარის წარმომადგენლის რეზო თოფურიას განცხადებით,
ისინი თავიდანვე ითხოვდნენ, რომ პროკურატურას უარი ეთქვა ბრალდებაზე, რადგან მტკიცებულებები
არ გააჩნდა. თოფურიას თქმით, მესხის, ამაშუკელის,
ამბროლაძის, ჯაბუასა და ყურუასთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყეტის თაობაზე
მათ მიმდინარე წლის 7 ნოემბერს შუამდგომლობით
მიმართეს. ადვოკატმა პროცესზე იმ მოწმეების პასუხისმგებაში მიცემა მოითხოვა, რომლებმაც
ბრალდებულების წინააღმდეგ საკუთარი ინიციტივით ჩვენებები მისცეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამომრჩევლის მოსყიდვაში
ბრალდებულ „მეოცნებეებს“ სასამართლომ ბრალდება მოუხსნა. გარდა ამისა, ბრალდებულებს
გირაოს სახით გადახდილი თანხა ერთი თვის ვადაში უკან უნდა დაუბრუნდეთ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე