რა ბრალდებებს უყენებენ არასამთავრობოები სემეკს?
დიფერენცირებული
კომუნალური ტარიფები და მათი შესაძლო ცვლილებები, ბრალდებები სემეკის მიმართ გაჭვირვალობისა
და სამართლიანობის კუთხით – ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზედაც ქუთაისში დღეს ღია დისკუსია მოეწყო. ეს იყო
პირველი საჯარო შეხვედრა, რომელიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის (სემეკი) საქმიანობის განხილვას ეხებოდა.
„ქუთაისის საინფორმაციო
ცენტრის“ მიერ გამართულ საჯარო შეხვედრაში
მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
დისკუსია არასამთავრობო
ორგანიზაციების მხრიან სემეკის მიმართ წაყენებული ბრალდებებით დაიწყო, რომლებიც კომისიის
მუშაობის გამჭვირვალობას ეხებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია
„მწვანე ალტერნატივას“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო გუჯარაიძის განცხადებით, „სემეკი ცდილობს საზოგადოება
იყოს ჩართული მინიმალურად, ან საერთოდ არ იყოს ჩართული გადაწყვეტილების პროცესში. ასევე,
დაგვიანებით ქვეყნდება განცხადებები, არ ქვეყნდება განსახილველი დოკუმენტები, ეს არაკანონიერია,“
– აცხადებს ნინო გუჯარაიძე.
არასამთავრობოთა
მხრიდან გამჭვირვალობის კუთხით მწვავე შეფასება მოჰყვა სემეკის როლს ტარიფებთან მიმართებაში.
სამოქალაქო სექტორის
წარმომადგენელთა განცხადებით, გაუგებარია ტარიფების დადგენის წესი და ასევე ის, თუ რატომ არის დიფერენცირებული
ტარიფები სხვადასხვა აბონენტებისათვის. მაგალითად, გაზის ტარიფი ნაწილი მომხმარებლისთვის
51 თეთრს შეადგენს, ხოლო სხვა ნაწილისთვის – 59 თეთრს.
ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის, გოჩა შონისას განცხადები, ტარიფის დიფერენცირების
საფუძველი ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც, 2007 წლამდე
რეგისტრირებული აბონენტებისათვის ტარიფი რეგულირებადია, ხოლო შემდგომ პერიდოში რეგისტირებული,
ახალი აბონენტი დელეგირილებული მომხმარებლია, რომლისთვისაც ტარიფს კომპანია განსაზღვრას
და რომლის დადგენაში კომისია ვერ ერევა.
„თუკი გაუქმდება
2007 წლის მინისტრის ბრძანება, ამის შემდეგ გახდება შესაძლებლი სემეკმა დაარეგულიროს
ტარიფები ახალი მომხმარებლებისთვისაც,“ – განაცხადა გოჩა შონიამ.
რაც შეეხება ტარიფის
შესაძლო ცვლილებებთან დაკვაშირებით, სემეკში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე რთულია პასუხების
გაცემა, რადგან მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახელმწიფოსა და ინვესტორ კომპანიებს შორის.
„ტარიფში ყოველთვის
არის ზრდის ტენდენცია. არ შემოვა ინვესტორი, თუკი არ იქნება ტარიფი, რომლითაც მოგებაზე
გავა. თუმცა, ეს მაინც მოლაპარაკების საგანია სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის, რომელიც
ამჟამად მიმდინარეობს. სწორედ ამ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ყველაფერი იქნება გაცხადებული. ალბათ რაღაც რესურსი
აქვთ ტარიფების გასაიაფებლად. ჩვენთვის ამ დრომდე ტარიფების შესაძლო ცვილელებასთან
დაკავშირებით არცერთ კომპანიას არ მოუმართვას, – აცხადებს გოჩა შონია.
სემეკის წევრმა
განმარტებები გამჭვირვალობის კუთხითაც გააკეთა და განაცხდა, რომ სემეკი არ არის ჩაკეტილი
ორგანო. „სემეკი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშის გაწეული საქმიანობის შესახებ. გარდა
ამისა, ნებისმიერ პირს, რომელსაც კითხვები აქვს სემეკის მუშაობის ან ტარიფების განსაზღვრის
წესთან დაკავშირებით, შეუძლია მოგვმართოს და ყველა კითხვაზე მიიღებს პასუხს. კომისია
მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან,“– აცხადებს გოჩა შონია.
ავტორი: თეა ზიბზიბაძე