ხონის საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავებიან
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხონის საკრებულოს თავმჯდომარეს,
გიორგი გელენიძეს ასამართლებენ. პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით,
გელენიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.
კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ხონის საკრებულოს წევრმა,
პარლამენტარ აკაკი ბობოხიძის ძმამ, ლევან ბობოხიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს „ნისანის“
მარკის მეორადი მსუბუქი ავტომობილი 20 000 ლარად მიჰყიდა, რაც გამოძიების დაინტერესების
მიზეზი გახდა.
ამ დროისთვის გიორგი გელენიძე სამართალდამცავებს არ
დაუკავებიათ და ის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
გელენიძის პროცესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოსთან
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არიან შეკრებილი. ადგილზე იმყოფება იმერეთის მხარის გუბერნატორი ვახტანგ
ბალავაძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე