|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტში აღებული ჰაერის სინჯები ლაბორატორიაში გადაიგზავნება

პარლამენტში ჟანგბადის კუთხით არსებულ ვითარებას სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამა“ სწავლობს. აღნიშნული ფირმის წარმომადგენლებმა დღეს, საკანონმდებლო ორგანოში ჰაერის ტემპერატურის, ვინტილაციის, ტენიანობისა და რადიოაქტიური ნივთიერებების სინჯები აიღეს.

ფირმის ხელმძღვანელის ვახტნგ გვახარიას თქმით, კომპანია პარლამენტში არსებულ მდგომარეობას თავად საკანონმდებლო ორგანოს დაკვეთით სწავლობს. სინჯების აღების გარდა, ფირმის წარმომადგენლები დღეს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებსაც ესაუბრნენ, რომლებიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩივიან.

პარლამენტის შენობაში ჟანგბადის არარსებობით გამოწვეულ პრობლემებზე  უმრავლესობაშიც ჩივიან. უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს უჰაერობისგან თავი სტკივათ. ზოგს ასთმა აწუხებს, რადგან შენობაში ჰაერი არ მოძრაობს და ის მხოლოდ ვინტილაციაზეა დამოკიდებული.

საკანონმდებლო ორგანოში აღებულ სინჯები ლაბორატორიაში გადაიგზავნება, ხოლო შედეგები მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. რაც შეეხება პარლამენტში ამ ეტაპზე არსებულ ვითარებას, ამაზე „გამაში“ არ საუბრობენ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე