დეპუტატები თბილისში დასაბრუნებლად მზადებას იწყებენ
პარლამენტის ადგილსამყოფელი კონსტიტუციით აღარ განისაზღვრება.
მომავალი კვირის ორშაბათს, დეპუტატები პარლამენტს საკანონმდებლო ინიციტივით მიმართავენ,
რომლის მიხედვით, ქვეყნის კონსტიტუციიდან შესაძლოა, ის მუხლი ამოიღონ, რომელიც საკანონმდებლო
ორგანოს ადგილმდებარეობას განსაზღვრავს.
უმრავლესობის ერთ–ერთი წევრის გია ცაგარეიშვილის თქმით,
კონსტიტუციაში ცვლილების შემდეგ, პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისს ან თბილისს არ
მიუთითებენ. როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, ინიციატივას 80–მდე დეპუტატი აწერს ხელს.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ თბილისში მდებარე პარლამენტის
ძველი შენობა, რომელსაც წინა ხელისუფლება გასაყიდად ამზადებდა, პარლამენტის ბალანსზე
დაბრუნდა. გია ცაგარეიშვილის თქმით, შენობასთან
დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემის მოგვარების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს შეეძლება ტენდერი გამოაცხადოს და ძველი შენობის აღდგენა დაიწყოს.
„10 მილიონად ყიდდნენ ამხელა გიგანტურ შენობას, როდესაც
რუსთაველის პროსპექტზე მარტო მიწა რომ გაყიდო, 50 მილიონი მაინც ეღირება. ამ ყველაფერს
პირადად ხელმძღვანელობდა ზურა ადეიშვილი. თუმცა
პირველი ოქტომბრის შემდეგ შენობის გასხვისების პროცესი შეწყდა. ჩვენ აღვადგენთ მთელ შენობას და იმ დარბაზებს, რომლებიც დავით ბაქრაძის
მითითებით განადგურდა,“ – ამბობს ცაგარეიშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე