შეუშლის თუ არა ევროპაში სწავლის გაგრძელებას 11-წლიანი სკოლის ატესტატი - მინისტრის განმარტება
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აცხადებს, 11- წლიანი სკოლის ატესტატი ევროპაში სწავლის გაგრძელებას არ აფერხებს, მისი თქმით, უბრალოდ, ამ შემთხვევაში ახალგაზრდამ კიდევ ერთი წელი ევროპის რომელიმე სკოლაში უნდა ისწავლოს.
„ევროპაში სწავლის გაგრძელებას არ აფერხებს 11-წლიანი სკოლის ატესტატი. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ახალგაზრდამ კიდევ ერთი წელიწადი ევროპის რომელიმე სკოლაში უნდა ისწავლოს. თუ შევადარებთ იმ რაოდენობას, რამდენი რჩება საქართველოში და აგრძელებს სწავლას და რამდენი მიდის საბაკალავრო დონეზე სასწავლებლად, არის ძალიან დიდი განსხვავება, სასწაულად დიდი განსხვავება. ვფიქრობთ, ეს მოსაზრება არის მართებული, მაგრამ, ამვადროულად, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, და ეს განხილვების პროცესმა უნდა აჩვენოს, რამდენად არგუმენტირებული იქნება შესაბამის მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრის დროს, რომ ხომ არ შევიმუშაოთ რაღაც ალტერნატივა, ვისაც უნდა, შეიძლებაჰქონდეს მე-12 კლასში სწავლის შესაძლებლობაც“,- განაცხადა მიქანაძემ საზმაუს ეთერში. ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ სკოლებში 11 წლიან სასწავლო სისტემის შემოტანას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ 11 წლიანი სკოლის ატესტით სტუდენტები სწავლას ევროპის უნივერსიტეტებში ვერ გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების მიერ დაანონსებული განათლების რეფორმის მიხედვით, საჯარო სკოლებში სწავლა ისევ 11 წლიანი უნდა გახდეს. თავის დროზე 12 წლიან სწავლებაზე გადასვლა ევროპულ სისტემასთან მიერთების მიზნით გადაწყდა.
ავტორი: