„კორპუსი“ მზარდი ბიუჯეტით და დაუსრულებელი სამუშაოებით
ქუთაისში, პროგრამა
„კორპუსის“ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის 10 დეკემბერს დასრულდება.
ამის შესახებ, მერიის საბინაო
სამსახურის უფროსმა კახა ხვარეშიამ
დღეს, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოების ანგარიში
წარუდგინა.
ხვარეშიას განმარტებით,
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების
უმრავლესობა შესრულებულია. თუმცა, დარჩენილი სამუშაოების ჩაბარებას კიდევ 10 დღე დასჭირდება.
„მიმდინარე წელს
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო 78 ლიფტის შეკეთება–რეაბილიტაცია. ამდროისათვის
სრულად არის აღდგენილი 43 ლიფტი. დანარჩენი 35 ლიფტის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს,
რომელიც დეკემბრის დასაწყისში დასრულდება“, – განმარტა საკრებულოს სხდომაზე კახა ხვარეშიამ.
საბინაო სამსახურის
უფროსის განმარტებით, პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში მასშტაბური, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული
სამუშაოები იქნა გაწეული, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯტიდან სულ 5 მლნ ლარი დაიხარჯა.
თუმცა, მიმდინარე წლის დასწყისში პროგრამა
„კორპუსის“ ბიუჯტი 2 მლნ 900 000 ლარით
იქნა განსაზღვრული.
საკრებულოს სხდომაზე
„კორპუსის“ მუშაობა საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს.
„მნიშვნელობანი სამუშაო იქნა განხორციელებული პროგრამის ფარგლებში“, – აღნიშნა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომრემ ამირან ხვადაგიანმა.
პროგრამა „კორპუსი“
ლიფტების შეკეთების გარდა, მრავალსართულიანი
კოპრუსების გადახურვას, ეზოების კეთილმოწყობას, სარდაფებისა და სადარბაზოების მოწყობას
ითავლისწინებს.
საკრებულოს თავმჯდომარის
თქმით, „კორპუსის“ ფარგლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები კვლავ განსახორციელებელია, რომელიც ასახული
უნდა იყოს 2013 წლის ბიუჯეტში.
შეგახსენებთ, რომ
პროგრამა „კორპუსი“ 2007 წლიდან ხორციელდება,
რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ავტორი: თეკლა მორგოშია