ხონში „მეოცნებეებმა“ „ნაციონალები“ სცემეს
ხონის საკრებულოში დღეს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე
უნდა აერჩიათ, თუმცა სხდომა მომავალი კვირის
ორშაბათისათვის გადაიდო.
სხდომის გადადების მიზეზი „ნაციონალებსა“ და „ოცნებას“
შორის მომხდარი ჩხუბი გახდა, რომლის დროსაც
მხარეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ჩხუბის დროს ხონის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს, პარლამენტარ
აკაკი ბობოხიძის ძმას, ლევან ბობოხიძეს მუცელში „მეოცნების“ წიხლი მოხვდა. მხარეებს
შორის დაწყებული ფიზიკური დაპირისპირება პოლიციამ აღკვეთა.
ხონში საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არცევა მას შემდეგ
დადგა დღის წესრიგში, რაც ძველი თავმჯდომარე გიორგი გელენიძე სამართალდამცავებმა დააკავეს.
გელენიძეს მიმდინარე კვირაში სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი
გირაო შეუფარდა. საქმე ეხება მეორად ავტომობილს, რომელიც გელენიძემ ლევან ბობოხიძისგან ელექტრონული ტენდერის საშუალებით 20 000 ლარად
შეიძინა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე