|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აკაკი ბობოხიძე: „საქართველო არ უნდა დავტოვოთ მხოლოდ თბილისად“

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, პარლამენტის თბილისში დაბრუნება  კატასტროფული არა მარტო ქუთაისისთვის, არამედ თვითონ თბილისისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. მისი თქმით, თუ  „ნაციონალები: მხარს არ დაუჭერენ რეგიონების განვითარებას, თბილისშიც შეუძლებელი გახდება ცხოვრება“.

 „ძალიან მალე ჩვენ მივიღებთ ქვეყანას, რომელიც გადაიქცევა ქალაქ სახელმწიფოდ, რომლის სახელი ფორმალურად იქნება საქართველო, რეალურად იქნება მხოლოდ თბილისი. არ გვექნება სხვაგან დასახლებული პუნქტები. დღეს რაც არ უნდა დისკომფორტი ჰქონდეს აპარატის წევრებს და პარლამენტარებს, რომლებთაც უწევთ აქ ჩამოსვლა, მე გარწმუნებთ, რომ ეს დისკომფორტი ღირს იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს,“ - ამბობს აკაკი ბობოხიძე.

მისი თქმით,  არასდროს არავინ არ დაფიქრებულა, ჰქონდა თუ არა დისკომფორტი იმ ქუთაისელს, იმ თელაველს, როცა პარლამენტი თბილისში მუშაობდა.

არავის არ დაუსვამს კითხვა, თუ როგორ ახერხებდა თავისი ხელფასით თბილისში ცხოვრებას. რატომღაც პრობლემა ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც თბილისელს უწევს თბილისიდან გარეთ გასვლა. საქართველო არ არის მხოლოდ თბილისი და საქართველო არ უნდა დავტოვოთ მხოლოდ თბილისად,“-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დეპუტატებს დღეს საკანონმდებლო ინიციატივა შეაქვთ, რომლის მიხედვით, კონსტიტუციით პარლამენტის ადგილსამყოფელი აღარ განისაზღვრება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე