„დავიყვანოთ ნულამდე“ – შიდსთან ბრძოლის კვირეული
დღეს, 3 დეკემბერს ქუთაისში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში
შიდსის კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის
მიწოდება საქართველოში შიდსის გავრცელებასთან დაკავშირებით და ზიანის შემცირების პროგრამების
როლზე აივ/შიდისის პრევენციაში.
„ფსიქოსოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრის
– ახალი გზა“ ორგანიზებით მოწყობილ შეხვედრაში „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“
იმერეთის განყოფილების, ფონდის „თანადგომა“ და ჩანაცვლებითი თერაპიის ქუთაისის განყოფილების
წარმომადგენლებმა გარკვეული ანგარიში ჩააბარეს საზოგადოებას შიდსთან ბრძოლის კუთხით
განხორციელებულ ღინისძიებებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უკვე 30 წელია, რაც მსოფლიოს
შიდსის პრობლემა გაუჩნდა. 2000 წელს გაეროს ასამბლეაზე ათწლიანი გეგმა დაისახა ეპიდემიათან
ბრძოლის ტემპის შემცირების მიზნით. შეიქმნა შიდსთან ბრძოლის გლობალური ფონდი, სადაც
მილიარდები აკუმულირდა სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან.
საქართველოში 2003 წლიდან მოქმედებს ამ ფონდის მიერ
დაფინანსებული პროექტები. ისინი სხვადასხვა ჯგუფებში ახორციელებენ შიდსის პრევენციის
პროგრამებს. აღნიშნული ორგანიზაციების მიერ მოწოდებული სტატისტიკის
თანახმად, რეგისტრირებულ აივ ინფიცირებულ პაცინეტთა
54% დაინფიცირდა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით,
39% ჰეტერო და 4% ჰომოსექსუალური კონტაქტის შედეგად. საერთო ჯამში საქართველოში დაინფიცირების
3600 შემთხვევაა ოფიციალურად დაფიქსირებული. თუმცა შეინიშნება მატების ტენდენცია – 2012
წელს 11 პროცენტით გაიზარდა შიდსის შემთვევები. თუმცა შიდსთან ბრძოლის კუთხით იკვეთება
დადებითი შედეგებიც (მაგალითად, საქართველოში აივ ინფიცირებულ ორსულთა სრულყოფილი პროფილაქტიკური
მკურნალობის შედეგად დაიბადა 138 ჯანმრთელი ბავშვი).
შეხვედრაზე ითქვა, რომ 2011 წლიდან ამოქმედდა გაეროს
ახალი პროგრამა, რომლის მიზანსაც პრობლემის „განულება“ წარმოადგენს, ანუ 2015 წლისთვის
ნულამდე უნდა დავიდეს ახალი ინფექცია, დისკრიმინაცია და ლეტალობა შიდსის მიზეზით.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი