|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უმრავლესობა ომბუდსმენთან დაკავშირებით მერყეობის მიზეზებს განმარტავს

საპარლამენტო უმრავლესობაში სახალხო დამცველის პოსტზე ნინა ხატისკაცის  უჩა ნანუაშვილით ჩანაცვლების შესახებ განმარტებას აკეთებენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის თქმით, ხატისკაცი მათი საბოლოო კანდიდატი არ იყო. მას უმრავლესობის წევრების გარკვეული ჯგუფის მხარდაჭერა ჰქონდა.

„ჩვენ რამდენჯერმე განვუცხადეთ საზოგადოებას, რომ უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი ყველა კანდიდატის მოსმენის შემდეგ დასახელდებოდა. უჩა ნანუაშვილი კანდიდატად მისი გამოცდილებისა და  ამ სფეროში მისი საქმიანობის ძალიან ხანგრძლივი წარსულის გამო დასახელდა.  საზოგადოება კარგად იცნობს ნანუაშვილს თავისი საქმიანობით, აქტიურობითა და გამოცდილებით,“ - ამბობს მანანა კობახიძე.

უჩა ნანუაშვილს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ქვს. ის არასამთავრობო  ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. კანდიდატს უმნიშვნელოვანესი წვლილი მუძღვის საქართველოში ადამიანის უფლებათა მონიტორინგსა და საერთაშორისო დონეზე ამ საკითხების ლობირებაში.  

უმრავლესობამ სახალხო დამცველის პოსტზე თავის კანდიდატად ნანუაშვილი დღეს, მასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ბიუროს სხდომაზე დაასახელა. მანანა კობახიძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ  უჩა ნანუაშვილი თავისი მოვალეობის შესრულებისას  აბსოლუტურად დამოუკიდებელი  იქნება.  ხოლო ხელისუფლება სრულად იღებს პასუხიმსგებლობას ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე.

„ორგანიზიაცია , რომელსაც უჩა ნანუაშვილი ხელმძღვანელობს,  გამოირჩევა იმით, რომ  ფართო პროფილის საქმიანობას ახორციელებს და  ორიენტირებული არ არის ან  მხოლოდ პატიმრებზე ან ჟურნალისტებზე. ჩვენ იმაზე გვაქვს საუბარი, რომ სახალხო დამცველის საქმიანობა  არ უნდა  დასრულდეს მხოლდ ანგარიშების წარმოდგენით. ნებისმიერი რეკომენდაცია თუ შენიშვნა  იქნება არა თუ გათვალისწინებული, არამედ შესაბამისი რეაგირება მიეცემა იმისათვის, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ აღადგინოს ადამიანების მიმართ ის უფლება, რომელიც შეიძლება დაირღვეს,“ - ამბობს მანანა კობახიძე.

უმრავლესობისგან განსხვავებით ამ დროისთვის ცნობილი არ არის უმცირესობის ოფიციალური კანდიდატურა. „ნაციონალები“ გადაწყვეტილებას ხვალ, უმცირებოსის შეკრების შემდეგ დაასახელებენ.  თუმცა ცნობილია, რომ უმცირესობის სიმპათიას სახალხო დამცველის პოსტზე თამარ გურჩიანი იმსახურებს.

გურჩიანი, რომელიც დღეს უმრავლესობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, აცხადებდა, რომ პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს პატივისცემის ხათრით გამოცხადდა და ხელისუფლებისგან სახალხო დამცველობას არ ელოდა.   

კანდიდატურების წარმოდგენის შემდეგ, მათ შორის არჩევანს დეპუტატები 7 დეკემბრის პლენარულ სესიაზე გააკეთებენ.მას უმრავლესობის წევრების გარკვეული ჯგუფის მხარდაჭერა ჰქონდა.

კანდიდატურების წარმოდგენის შემდეგ, მათ შორის არჩევანს დეპუტატები 7 დეკემბრის პლენარულ სესიაზე გააკეთებენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე