„ნაციონალები“ პარლამენტის თბილისში დაბრუნებას ეთანხმებიან
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის
თანახმად, კონსტიტუციით პარლამენტის ადგილმდებარეობა აღარ განისაზღვრება, ხელს უმცირესობის
წევრიც აწერს. გიორგი ფეიქრიშვილი იმ 80 დეპუტატს შორის არის, რომლებიც კანონპროექტზე
თანხმობას აცხადებენ.
ფეიქრიშვილის თქმით, უმრავლესობის წარმომადგენელთა მსგავსად, მასაც მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოს
ადგილი თბილისშია.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში გუშინ, ბიუროს სხდომაზე
შევიდა. თუმცა მანამდე უმცირესობის წარმომადგენლები
აცხადებდნენ, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნებასთან დაკავშირებით უმრავლესობის სიხარული
ნაადრევი იყო და ისინი საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად საჭირო ხმების მოპოვებას ვერ მოახერხებდნენ.
უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, მათ
არ უთქვამთ, რომ პარლამენტის გადატანა-არგადატანის საკითხში გუნდი ერთიანია.
„ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“
მხარს არ დაუჭერს და იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება გიორგი ფეიქრიშვილიც დაემორჩილება პარტიულ
დისციპლინას. მე ნამდვილად ვიცი, რომ „ნაციონალების“ დიდი ნაწილი არ აპირებს მხარი დაუჭიროს ამ პროექტს.
ერთი არის ინიცირება, რომ საკითხის განხილვა
მოხდეს. რც უფრო მალე მოხდება განხილვა და
რაც მალე დაესმება წერტილი გადატანა-არგადატანის საკითხს, კარგი იქნება ქუთაისისთვის.
რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქუთაისი გადაიქცა არა საპარლამენტო ქალაქად, არამედ
სხდომების ჩატარების ქალაქად. სხდომების ჩატარების
ქალაქი კი ქუთაისისა და რეგიონის განვითარებას
ვერანაირ იმპულსს ვერ მისცემს,“ - ამბობს ბობოხიძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე