აქცია პარლამენტთან პოლიტპატიმართა სიის დამტკიცების მოთხოვნით
უფლებადამცველები პარლამენტს პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილთა
სიის დამტკიცებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნული მოთხოვნით, დღეს, საკანონმდებლო ორგანოსთან
აქცია გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის
უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული
ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ციხეებში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები
ისხდნენ, რომლებიც გათავისუფლებას იმსახურებდნენ.
თუმცა კაკაბაძის თქმით, აღნიშნული ძალის
ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი თვის შემდეგ ამ ადამიანებისათვის არაფერი შეცვლილა.
აქცია საბჭოთა კავშირის ჰიმნის ფონზე მიმდინარეობდა.
უფლებადამცველის ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, ისინი ამით პარალელს ავლებენ საბჭოთა კავშირსა
და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს შორის. რადგან როგორც ჯიშკარიანი ამბობს,
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც
ისევე აწამებდნენ და შეურახყოფდნენ ადამიანებს, როგორც საბჭოთა კავშირში ხდებოდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე