|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალებმა“ პოლიტპატიმართა სიის დამტკიცების გადადება მოითხოვეს

საპარალმენტო უმცირესობის  წარმომადგენლებმა  სესიაზე პოლიტპატიმრების სიის განხილვის გადადება  მოითხოვეს. როგორც უმცირესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, უმცირესობის არც ერთ წარმომადგენელს არ მიეცა  საშუალება სესიაზე გასატანად გამზადებულ დოკუმენტს გაცნობოდა. პარლამენტის სხდომაზე აღნიშნულის  შესახებ განცხადება ჩიორა თაქთაქიშვილმა გაააკეთა. 

„მხოლოდ სამი წუთის წინ მოგვეცა სია, ამიტომ, ვითხოვთ საკითხის გადადებას,“ - ამბობს თაქთაქიშვილი.

თაქთაქიშვილს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უპასუხა. მისი თქმით, კომიტეტის ყველა სხდომა ღია იყო. თაქთაქიშვილი კი, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარეა, არც ერთ სხდომას არ დასწრებია.    

„დაინტერესებულ პირებს აქამდეც  შეეძლო ამ  სიის გაცნობა. ქალბატონ ჩიორას ეს უბრალოდ განცხადებისთვის სჭირდებოდა. მე მიმაჩნია, რომ ეს არის უპასუხსიმგებლო განცხადება,“ - განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის დღევანდელი სესიის დღის წესრიგიდან პოლიტპატიმართა სიის ამოღებას მხოლოდ 39-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. შესაბამისად, პარლამენტი საკითხს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა თხოვნის გათვალისწინების გარეშე განიხილავს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე