ბიბლიოთეკები ახალი გამოწვევების წინაშე
6 დეკემბერს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო
ბიბლიოთეკას რომში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი, საინფორმაციო რესურსების ცენტრის
რეგიონალური ხელმძღვანელი კარენ ჰარდმანი სტუმრობდა. იგი ქუთაისის საბიბლიოთეკო ქსელისა
და იმერეთის თორმეტივე რეგიონის ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის მიწოდება 21-ე საუკუნის მიმდინარეობებისა
და ტენდენციების შესახებ, რაც ბიბლიოთეკებთან მიმართებაში აშშ-ში იკვეთება, ასევე იმ ცვლილებებსა და გამოწვევებზე საუბარი, რაც ელექტრონულმა
ცივილიზაციამ ზოგადად ბიბლიოთეკებს შეუქმნა.
„ჩვენი სურვილია ვისაუბროთ იმის შესახებ, რა ცვლილებები,
რა ძვრებია ბიბლიოთეკების საქმიანობის კუთხით
ამერიკის შეერთებულ შტატებში. რა მიმართულებებია, რა ახალი ტენდენციებია იქ. გარდა
ამისა ვისაუბროთ, როგორ შეიძლება ბიბლიოთეკებმა
თანამედროვე სამყაროში დაფინანსება მოიძიონ, რა წყაროებია ამისთვის და რა პროექტებზე
შეიძლება იმუშაონ ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა კარენ ჰარდმანმა.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი