|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ დაუბრუნდნენ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" წევრები

ქუთაისის საკრებულოში  ფრაქცია „ნაციონალების“  რიგებს საკრებულოს უმრავლესობის წევრი დეპუტატები –  ვიტალი ბოჭორიშვილ და ნოე კუხიანიძე ისევ  დაუბრუნდნენ.  როგორც ფარქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე  განმარტავს,  დაბრუნების შესახებ  დეპუტატებმა თავად მიმართეს ფრაქციას.

„თვითონ მოგვმართეს დეპუტატებმა ფრაქციაში დაბრუნების თაობაზე, რის შემდეგაც  ჯერ გაიმართა ფრაქციის სხდომა, შემდგომ კი ბიუროს სხდომა. ჩვენ დავაკმაყოფილეთ მათი მომართვა. საკრებულოს სხდომაზე კი, დეპუტატების ფრაქციაში მიღება ცნობად იქნება მიღებული“, – ამბობს კახა ნემსიწვერიძე.

საკრებულოში ფრაქციის რიგები უმრავლესობის წარმომადგენლებმა ვიტალი ბოჭორიშვილმა  და ნოე კუხიანიძემ   მიმდინარე წლის 6 ნოემბერს დატოვეს. მაშინ მათთან ერთად,  ფრაქცია „ნაციონალები“ კიდევ სამმა დეპუტატმა – მანანა კიკაბიძემ, ირინე ივანეიშვილმა და აკაკი სიხარულიძემ დატოვა.

ფრაქციაში დაბრუნებული  დეპუტატების განმარტებით,  ისინი ფრაქციის დატოვებით შეეცადნენ სიტუაციას განრიდებოდნენ და ნეიტრალური პოზიცია დაეფიქსირებინათ. ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“   შემადგენლობაში ამდროისთვის რვა დეპუტატი ირიცხება.

ავტორი: თეკლა მორგოშია