|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

7 ნოემბერი და 26 მაისი „ჯაშუში“ ფოტოგრაფების ობიექტივში

“no pictures-no democracy”, - ამგვარი სახელწოდებით პარლამენტში ჯაშუშობაში ბრალდებული ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.  გია აბდალაძის, ირაკლი გედენიძის, ნათია გედენიძისა და ზურაბ ქურციკიძის ნამუშევრების გამოფენა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

ერთ-ერთი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის თქმით, 2007 წლის 7 ნოემბრისა და გასული წლის 26 მაისის აქციების ამსახველი კადრებით ფოტოგრაფები შეეცადნენ მომხდარი საზოგადოებისა და აღნიშნულ მოვლენებში დამნაშავე პირებისათვის კიდევ ერთხელ გაეხსენებინათ.

„გამოფენილი ფოტოები იმ რეალობას ასახავს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. ე.წ. „ჯაშუშ ფოტოგრაფებს“ როდესაც შემოგვთავაზეს გამოფენის გაკეთება, დავთანხმდით, რადგან საინტერესო წინადადება იყო. ჩვენი სურვილია ამგვარი დღეები აღარ განმეორდეს საქართველოში,“ - ამბობს ირაკლი გედენიძე.

no pictures-no democracy”, - ამ სახელწოდებით გამოფენა  თავდაპირველად მიმდინარე წლის 7 ნოემბერს თბილისში გაიმართა, რომელსაც ქვეყნის პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. ქუთაისში მდებარე  პარლამენტის  შენობაში გამოფენის მოწყობის შეთავაზება ფოტოგრაფებმა პრემიერისგან მიიღეს.

პარლამენტის   ფოიეში გამოფენა რამდენიმე დღეს დარჩება. ხოლო ამის შემდეგ  ორგანიზატორი (იბერია ნიუ -იორკ თაიმსი) ფოტოების გატანას საზღვარგარეთ გეგმავს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე