ფინანსური პოლიცია იმერეთის ყოფილი გუბერნატორით დაინტერესდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იმერეთის
ყოფილი გუბერნატორის ლაშა მაქაცარიას დაკითხვა
მიმდინარეობს. მაქაცარიას გამოძიება მოწმის
სტატუსით კითხავს. საქმე თბილისში, რიყის მიმდებარე
ტერიტორიის გასხვისების ფაქტებს ეხება.
ლაშა მაქაცარია 2006 წელს, თბილისის მერიის მიწის მართვისა
და განკარგვის კომისიის წევრი იყო. ყოფილი
გუბერნატორი ასევე, ირიცხებოდა დედაქალაქის
მერიის მიერ დაარსებულ შპს „გარე განათების“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა