|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მთავრობა ბიზნესისათვის საგადასახადო შეღავათებზე მუშაობს

საქართველოს მთავრობა საგადასახადო დავალიანების მქონე კომპანიებისათვის ვალების რესტრუქტურიზაციას გეგმავს.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა დღეს, პარლამენტის საფინანსო კომიტეტში განიხილეს.

საგადასახადო დავალიანებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის  მიხედვით, საგადასახადო დავალიანების მქონე კომპანიებისათვის  ფინანსთა სამინისტროსათვის მიმართვის ვადა მიმდინარე წლის ბოლოს იწურებოდა, თუმცა საფინანსო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანიებისათვის განცხადებების წარმოდგენის ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის თქმით, დავალიანების რესტრუქტურიზაციის მსურველი კომპანიების რიცხვი დიდია. კანონპროექტის მიღების შემდეგ, კი კომპანიებს საგადასახადო  დავალიანება თუ სახელმწიფო სესხები 5 წლით გადაუვადდებათ.

დეპუტატები აღნიშნულ კანონპროეტს მომავალ კვირაში, პარლამენტის სესიაზე პირველი მოსმენით გაიტანენ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე