იგეგმება თუ არა ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში სახლების აყრა?
ქუთაისის ცენტრალურ ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლები შეიძლება აიყაროს.
საცხოვრებელი სახლების მოსალოდნელ დემონტაჟზე თამარ მეფის ქუჩა #30–ში მცხოვრებლები
საუბრობენ.
როგორც ადგილობრივები განმარტავენ, ქალაქის
ცენტარული ნაწილში მდებარე ქუჩის გამოყენება კომერციული მიზნით იგეგმება. „წლებია მიდის იმაზე საუბარი, რომ ჩვენი სახლების აღება უნდათ“, – ამბობს თამარ
მეფის ქუჩა #30–ში მცხოვრები მაგული
ბურჯანაძე.
ადგილობრივი მოსახლეობა ზემოთ აღნიშნული ტერიტორიის
გასხვისებასთან დაკავშირებით რამდენიმე
ვერისიაზე საუბრობენ. ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, თამარ მეფის ქუჩა #30–ის
მიმდებარედ ოთხსართულიანი, საერთო საცხოვრებლის
მშენებლობა იგეგმება. „ასევე, სასტუმროს
აშენებაზეც იყო საუბარი. თუმცა, კონკრეტულად ვინ აშენებს ან როდის, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ეს ქუჩა ქალაქის
ცენტრთან ახლოა. ხელისუფლება ამ ტერიტორიას არ გააცდენს, ისე რომ სარგებელი არ
მიიღოს. გვიკვირს ამდრომდეც როგორ დატოვეს
ასე უყურადღებოდ“, – აღნიშნავენ ადგილობრივები.
„თუკი
საერთო საცხოვრებელს ააშენებდნენ, ამ შემთხვევაში, როგორც ამბობდნენ, ამ საერთო
საცხოვრებელში შეგვასახლებდნენ. თუკი ასე
მოხდება მივესალმებით, რადგან იმდენად
უყურადღებოდაა დარჩენილი ეს ტერიტორია, რომ ლამისაა სახლები თავზე ჩამოგვენგრეს. მაგრამ, როგორც ბოლოს
თქვეს, სასტუმროს მშენებლობა გადაწყდა და არ
ვიცი სად წაგვიყვანენ“, – ამბობს მაგული ბურჯანაძე.
ადგილობრივები თამარ მეფის ქუჩა #30–ის მიმდებარე ტერიტორიის
გასხვისებას, გვერდით, მდებარე (თამარ
მეფის #32) მიწის ნაკვეთის გაყიდვას
უკავშირებენ.
ეკონომიკის
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თამარ მეფის ქუჩა #32 -
ში მდებარე ფართი რამდენიმე თვის წინ, ელექტრონულ აუქციონით, 255 000 ლარად გაიყიდა. ტერიტორია შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ გაყიდა, რომელის მფლობელი ფიზიკური
პირი, გიორგი მანდარია გახდა (“საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალის ყოფილი მმართველი).
თამარ მეფის ქუჩა #32–ში მდებარე სამსართულიანი შენობა, სადაც პოლიიცის განყოფილება იყო განთავსებული, 2009 წელს საეჭვო ვითარებაში დაიწვა. აღნიშნული ტერიტორია ხანძრის შედეგად დარჩენილი ნანგრევებისაგნ ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2010 წელს დაასუფთავა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ თამარ მეფის ქუჩა #30–ში მდებარე საცხოვრებელი
სახლების შესაძლო დემონტაჟთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობენ. რაც შეეხება,
თამარ მეფის #32–ში მდებარე მიწის ნაკვეთის გაყიდვას და
აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების ვერსიას, მერიაში განმარტავენ,
რომ ტერიტორია უკვე გაყიდულია და თუ რას ააშენებს ნაკვეთის მეპატრონე მათთვის
უცნობია. „არქიტექტურის სამსახურში არანაირი პროექტი ამდრომდე არ შემოსულა“, –
ამბობს ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ვასილ მებურიშვილი.
არქიტექტურის სამსახურის უფროსისგან განსახვავებით, ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის
სამსახურში ადასტურებენ ვერსიას, თამარ მეფის #32–ში სასტუმროს მშენებლობის თაობაზე. „ზუსტად არ
ვიცი, მაგრამ იყო საუბარი იმაზე, რომ
„შერატონი“ აპირებდა სასტუმროს აშენებას. ამდროისათვის რა ხდება
ვერ გეტყვით, “ – ამბობს კეთილმოწყობის
სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.
ავტორი: თეკლა მორგოშია