ვანის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო შეუმცირეს
ვანის საკრებულოს ყოფილ
თავმჯდომარეს დავით
კაკაბაძეს სასამართლომ 13 000 ლარიანი გირაო 7 000 ლარამდე შეუმცირა. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ
პროცესზე ბრალდების მხარე კაკაბაძისათვის გირაოს ოდენობის 15 000 ლარამდე გაზრდას
ითხოვდა.
დავით კაკაბაძეს გამოძიება წინასაარჩევნო პერიოდში, “ნაციონალური
მოძრაობის” ვანის ოფისში შესული მთვრალი მოქალაქის ცემას ედავება.
“დავით კაკაბაძეს პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე ვანის
საკრებულოს პოსტზე თავმჯდომარის უფლებამოსილება შეუწყდა. პროკურორის აღნიშნული შუამდგომლობა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, დაცვის მხარის მონაწილეობის გარეშე განიხილა.
დღეს პროკურორი გირაოს გაზრდას ითხოვდა, თუმცა ამისათვის ბრალდებულის ეკონომიკური მდგომარეობის
ამსახველი დოკუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა, ” - ამბობს კაკაბაძის ადვოკატი თამარ
თედლიაშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე