ალისტრახო როხვაძე ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს
დაახლოებით ხუთსაათიანი
დაკითხვის შემდეგ, ე.წ. მედიაჯგუფის წევრებმა ალისტრახო როხვაძემ და ბიჭიკო გვენეტაძემ იმერეთის სამხარეო სამმართველო
კომენტარის გარეშე დატოვეს. როხვაძეს და გვენეტაძეს სამართალდამცავები მოწმის სტატუსით
კითხავდნენ.
მედიაჯგუფის წევრების
ადვოკატის ზვიად ნიშნიანიძის განცხადებით, როხვაძემ და გვენეტაძემ ძალოვნების კითხვებს
ამომწურავად უპასუხეს.
„საუბარია, 6 ეპიზოდზე.
დაკითხვის დეტალებს გამოძიებისა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინტერესებიდან გამომდინარე
ვერ გავახმაურებ. არ არის გამორიცხული ისინი მოწმის სახით კვლავ დაიბარონ დაკითხვაზე,“
– ამბობს ადვოკატი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა