ქუთაისის თვითმმართველობაში ხელფასები იზრდება
ქუთაისის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის თანახმად,
ქუთაისის თვითმმართველობაში მომუშავეთა სახელფასო ფონდი, მიმდინარე წელთან შედარებით,
თანამდებობის პირებისათვის 10%–ით იზრდება, ხოლო დაბალი რანგის მომსახურეთათვის – 30%–ით.
2013 წლის ბიუჯეტის სასტარო პროექტის თანახმად, ქუთაისის თვითმმართველობებში სახელფასო ფონდი 5 მლნ
443 ათასი ლარით არის განსაზღვრული. რაც, 413 ათას 700 ლარით მეტია 2012 წელთან შედარებით.
მიმდინარე წელს თვითმმართველობის სახელფასო ფონდი 5 მლნ 029.9 ლარით დაიგეგმა.
გარდა ამისა, გაზრდილია, თვითმმართველობაში შტატგარეშე
თანამშრომლებისთვის განკუთვნილი თანხაც. 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, შტატგარეშე
თანამშრომლებისათვის გამოყოფილი თანხა 673 ათას ლარს შეადგენს, რაც 152 000 ლარით მეტია მიმდინარე წელთან შედარებით.
2012
წელს შტატგარეშე თანამშრომლებისათვის
521 100 ლარი იყო განსაზღვრული.
ავტორი: თეკლა მორგოშია