ნიკა მელია წყალტუბოსა და ზესტაფონში მოსახლეობას შეხვდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია წყალტუბოსა და ზესტაფონში მოსახლეობას შეხვდა. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მათ საქართველოსთვის ევროპული მომავლის მნიშვნელობაზე ესაუბრა და 3 ივლისს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მიღება სთხოვა.
„შეხვედრები მაქვს იმერეთში თითქმის ყველა რაიონში ადგილობრივ მოსახლეობასთან. ხელშესახებია მოსახლეობის განწყობა, რომ არ მისცემს უფლებას ოლიგარქს, უარი თგვათქმევინოს ეროვნულ ევროპულ იდეაზე. ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი მიიღოს პრაგმატული გადაწყვეტილება“, - განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიამ აქციის საინფორმაციო ფლაერები დაარიგა.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა