|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკა მესხი - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა უცხოელი მეცნიერების ჩართულობით გრძელდება

,,ქართველ ფიტოსანიტარებთან ერთად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებები უცხოელი სპეციალისტების ჩართულობითაც მიმდინარეობს“, - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი.

ნიკა მესხის განმარტებით, უწყება აქტიურად იყენებს იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებსაც მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის მრავალწლიანი და წარმატებული გამოცდილება აქვს.

დეპარტამენტის უფრო იხსენებს, რომ როდესაც საქართველოში აზიური ფაროსანას პრობლემა დადგა, უწყებამ უცხოელ მეცნიერებს იმთავითვე მიმართა და სწორედ მათი რეკომენდაციებით შემუშავდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა, რომლის განხორციელებაც ახლაც მიმდინარეობს.

მესხი აღნიშნავს, რომ პროგრამიდან მიღებულ შედეგებს უცხოელი სპეციალისტებისგან საკმაოდ მაღალი შეფასება აქვს.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა