ნიკა ნარსია დააკავეს, მას 15 დღიანი პატიმრობა შეეფარდა
სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს. პოლიციამ ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავა, როდესაც ქვეყანაში შემოდიოდა.
ნარსიას დაკავების ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ნიკა ნარსია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. პატიმრობის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გზის გადაკეტვის გამო სოლიდური ჯარიმების გადაუხდელობა გახდა.
როგორც ნიკა ნარსიას ადვოკატი, გიორგი ტაბატაძე აცხადებს, აქტივისტის მიმართ რუსთაველზე გზის გადაკეტვისთვის მარტი-აპრილის პერიოდში 19 ოქმი იყო შედგენილი აქედან 3 ხანდაზმულობის გამო გაბათილდა, ხოლო დანარჩენ ოქმებთან დაკავშირებით, მოსამართლემ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.
ნიკა ნარსიას ცნობით, მას ასევე გადასახდელი რჩება, თებერვლის თვეში 28 ჯარიმის საფასური.
გადაწყვეტილების გამოცხადებას ნიკა ნარსია არ დასწრებია. ის საზღვარგარეთ იყო წასული. ქვეყანაში პატიმრობის გამოცხადების შემდეგ მან დაუყივნებლივ მიიღო ქვეყანაში დაბრუნების გადაწყვეტილება. როგორც ნარსია აცხადებს, მხოლოდ ასეთ შემთვევაში ესწრება 15-დღიანი პატიმრობის ვადის გასვლა, რათა 4 ოქტომბერს თავისუფალი იყოს და რუსთაველზე დაანონსებულ აქციას შეუერთდეს.
ავტორი: