|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სასწავლებლისთვის 5 მლნ ლარი გამოიყო და არაფერი გაკეთებულა - თემურ ცამციშვილი

დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ცამციშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ნიკო ნიკოლაძის სახელობის დიდი ჯიხაიშის პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაციაზე ისაუბრა, რომლისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 5 მილიონი  ლარი გამოყვეს. რეაბილიტაცია 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა არაფერი გაკეთებულა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და რეაგირებისკენ მოუწოდებენ;

„დიდ ჯიხაიში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიულ სასწავლებელში ზუსტად ორი წლის წინ იმერეთის მუნიციპალიტეტის გუბერნატორმა, განათლების მინისტრის  მოადგილემ, სამტრედიის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს აღნიშნული ობიექტის რეაბილიტაციის პროცესი, რომლის რეაბილიტაციისათვის 5 მლნ ლარია გამოყოფილი და როგორც მოსახლეობას შეპირდნენ, აქ უნდა გახსნილიყო საერთაშორისო სტანდარტების პროფესიული სასწავლებელი, მაგრამ მოხდა პირიქით, სამუშაოები ახლა შეჩერებულია, მოხდა სრული დემონტაჟი რამდენიმე დამხმარე შენობის და ავარიულ მდგომარეობაშია შენობა. რაც გააკეთეს, ისიც გაფუჭებულია და შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში. მოვუწოდებ პროკურატურას გამოიძიოს, სად წავიდა 5 მლნ ლარი და არ გამოუვათ ამ საქმის თაროზე შემოდება. ამხელა შენობა იმის მაგივრად, რომ რეაბილიტაცია გაეკეთებინათ, უფრო უარეს დღეში ჩააგდეს“, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი