|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნიუპრესის" სტატიამ ქალთა ფონდის „სოხუმი“ პრიზი მიიღო

ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსი ”გენდერულ დეზინფორმაციის და ქალთა მიმართ ძალადობის ეთიკური გაშუქების თემაზე“ დასრულდა. კონკურსი ქალთა ფონდის „სოხუმი“ მიერ ფამოცხადდა და მასში იმერეთის მასშტაბით მოქმედი მედიასაშუალეებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლინდნენ, დღეს გამართულ ღონისძიებაზე მათ ფონდის მიერ, სამახსოვრო სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ. ერთ- ერთი საპრიზო ადგილი სააგენტო "ნიუპრესის" ჟურნალისტის ნესტან ჩაგელიშვილის სტატიამ "უდანაშაულო ვარ-მარტო დარჩენილი ქალის ბრძოლა გადარჩენისთვის", დაიკავა.

მასალა მომზადდა ძალადობის მსხვერპ ქალზე, რომელმაც შეძლო და საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცა. კონკურსი ფონდ "სოხუმის" პროექტის „ნარატივების შეცვლა: გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ინფორმირებული, მგძნობიარე საზოგადოებისა და ეთიკური რეგიონული მედიისთვის“, გამოცხადდა.

კონკურსის მიზანი, გენდერული დეზინფორმაციის მიმართ ცნობიერების ამაღლება იყო. ამასთან, აღსანიშნია, რომ თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ამ მიმათულებით მომზადდა არაერთი ჟურნალისტური ნაშრომი.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, გმირები, რომელთა შესახებაც მომზადდა სხვადასხვა მედიატროდუქტი.

კონკურსი 26 ივლისს გამოცხადდა, ნამუშევრბის მიღება 20 სექტემბერს დასრულდა.

ავტორი: ნიუპრესი