|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნუ დაიკავებთ ლურჯი ავტობუსებისათვის განკუთვნილ ყვითელ მართკუთხედებს"

ქუთაისის სატრანსპორტო კპმპანია განნცხადებას ავრცელებს.
"ძვირფასო თანაქალაქელებო, არსებული  მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ქუთაისის ავტოსატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი ავტობუსები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, დადგენილ სვლაგეზებზე.
 
კერძო ტაქსებისა და მსუბუქი ავტომობილების, ასევე, სადისტრიბუციო ტრანსპორტის მძღოლებს, უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაიკავებთ ლურჯი ავტობუსებისათვის განკუთვნილ ყვითელ მართკუთხედებს, რათა ჩვენმა სატრანსპორტო საშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ გაჩერებებზე შესვლა და თქვენი დროულად და ხარისხიანად მომსახურება.
გაითვალისწინეთ, რომ, უხვი ნალექის გამო, მიუხედავად იმისა, რომ წარმოებს გზების  გაწმენდითი სამუშაოები, გაზრდილია მოცურების საფრთხე", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა