"ნუ ყაყანებთ, ახლა თქვენც ძალადობთ"- მეუფე იოანე ჟურნალისტებს
ქუთაისის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი 5 ივნისის მოვლენებში მონაწილეობის შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. მიტროპოლიტმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და მედიას დააკისრა.
წმინდა სინოდის წევრმა მის თვალწინ ნაცემ ჟურნალისტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჟურნალისტმა ის სივრცე გადაკვეთა, რომელი აკრძალული იყო. მეუფე იოანემ ასევე ჟურნალისტებს მოძალადეები უწოდა და კითხვის დასმის გამო კი მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, ყაყანი შეეწყვიტათ.
მეუფის გაღიზიანება იმ კითხვებმა გამოიწვია, რომელიც პრაიდის საწინაადეგო აქციას და მასში მონაწილეობას ეხებოდა. მან ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, რასაც ადგილზე მრევლის ხმაური მოყვა.
მან გარკვეულწილად მუქარაც გააჟღერა. "ნუ ყაყანებთ, თუ გაინტერესებთ, მომისმინეთ, ახლა თქვენც ძალადობთ. არ მსურს ყველასთან საუბარი. მომხდარზე პასუხოსმგებლობა ვის ეკისრება, კითხეს ხელისუფლებას. რაც შეეხება ფორმულას ჟურნალისტს ის იმ სივრცრში შემოვიდა, რომელიც მისთვის აკრძალული იყო. თქვენ, რომ შემოვარდეთ ეკლესიაში და ხელი შემიშალოთ, მე პოლიციას გამოვიძახებ-"განაცხადა მეუფე იოანე გამრეკელმა.
ავტორი: ნიუპრესი