|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოცნება, გახარიას პარტია და ლელო - კიდევ რომელმა პარტიამ მიმართა ცესკოს

 ოცნება, გახარიას პარტია და ლელო, - ეს ის პარტიებია, რომლებმაც  ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნით ცესკოს უკვე მიმართეს. -ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პოლიტიკური პარტიებიდან, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული საპარლამენტო არჩევნებში და ასევე, არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ორმა პარტიამ მიმართა ცესკო-ს თავმჯდომარეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნით. ეს პარტიებია: „კონსერვატორები საქართველოსთვის“ და „მამული, ენა და სარწმუნოება“.

„როგორც მოგეხსენებათ, იმისათვის რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, საჭიროა, რომ პარტიის ხელმძღვანელმა პირებმა განცხადებით მიმართონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

აქვე მინდა გითხრათ, რომ საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა და ეს გახლავთ 8 აგვისტო, პარტიას, რომელსაც ჰქონდა გასულ საპარლამენტო არჩევნების დროს რეგისტრაცია ან ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, აქვს უფლება, მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. აქვე მინდა გითხრათ, რომ სამმა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე იხელმძღვანელა ამ შესაძლებლობით და „გახარია საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი“, მათ უკვე ჩვენ მოგვმართეს შესაბამისი განცხადებით.

ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული საპარლამენტო არჩევნებში და ასევე არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა 1-ელი იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით მოემართათ ცესკო-ს თავმჯდომარისთვის განცხადებით. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არის ორი ასეთი პოლიტიკური პარტია, ერთი გახლავთ “კონსერვატორები საქართველოსთვის”, ხოლო მეორე “მამული, ენა და სარწმუნოება”, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა